მიმდინარე წლის 1-ელ სამ კვარტალში საქართველოში 4 273 ავტოსაგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვყნებს. მათივე ცნობით, ამ შემთხვევებიდან სიმთვრალით დაახლოებით 3% ანუ 127 ფაქტი იყო გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.
შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. უფრო კონკრეტულად, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.