2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდ და 1 855.4 ლარი შეადგინა | საქსტატი
უწყების ინფორმაციითვე, 2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.










