2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში უკვე 4 064 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.
ამავე მონაცემების მიხედვით, გასული წლის ბოლოსთვის, ჯამში 37 900-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ რუსული კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბიზნეს სუბიექტი იყო აქტიური.
იქიდან გამომდინარე, რომ იგივე საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ ჯამში 229 900 აქტიური ბიზნეს სუბიექტი ოპერირებდა, გამოდის, მათგან 16%-ში რუსული კაპიტალია.
„საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 26% – კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობებით არის დაკავებული, 14% – საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობებით, ხოლო 2,7% – საცალო ვაჭრობით.
უფრო კონკრეტულად:
- კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები – 10 081 კომპანიაა;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები – 5 658 კომპანია;
- საცალო ვაჭრობა – 1 013 კომპანია;
- სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა – 726 კომპანია;
- სპეციალიზებული საქმიანობები – 685 კომპანია.