LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8% -ით გაიზარდა

საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +4 %-ით გაიზარდა

დაპოსტა 2020/03/06-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

2020 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +4 %-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები კი 0.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +4%).

უწყებაში აცხადებენ, რომ 2020 წლის მეორე თვეში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება -0.6%-ია.

„2020 წლის თებერვლის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ევროკავშირის ქვეყნები: ესტონეთი +161.5%, პოლონეთი +84.8%, იტალია +81.2%, საფრანგეთი +52.4%, გერმანია +38% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.5%, ბელარუსი +52.3% ისრაელი +39.5%, აშშ +29.1%, საუდის არაბეთი +17.7% და სხვა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეირ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში აქტიური მარკეტინგული კამპანიები განახორციელა შემდეგ მაღალგადახდისუნარიან ტურისტულ ბაზრებზე: აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, დასავლეთ ევროპა, სკანდინავიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ა.შ.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინა თვეებში ჩატარებული სწორი მარკეტინგული აქტივობების შედეგად ტურისტული ნაკადების ზრდის პოზიტიური ტენდენცია მივიღეთ იმ ქვეყნებიდან, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავდა როგორც სატელევიზიო, ონლაინ აქტივობებს, პრეს და გაცნობით ტურებს, ასევე პრეზენტაციებსა და B2B შეხვედრებს. მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე გატარებული ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შედეგად თებერვლის თვის ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი +4 %-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+12.8%), თურქეთიდან (+3.8%), სომხეთიდან (-18.2%) და რუსეთი (-25%).

თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5 %.

იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი შედგა, კლება -2.2%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად 2020 წლის იანვარ-თებერვალს, საქართველოში 1,099,610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-ია.

„საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 910,548 შეადგინა, ზრდა +10.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 621,161 შეადგინა, რაც 67,517-ით მეტია 2019 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +12.2%).

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 193 მილიონ დოლარს (ზრდა +17.6%), რაც 29 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, – აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

შესაძლოა, დღეს, შემთხვევით მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნების მომსწრე გახდეთ, ან შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ გათქვათ თქვენი საიდუმლო, ამიტომ, სასურველია შეამციროთ კონტაქტები და ნაკლები ისაუბროთ. კურო ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საკითხებზე, გადახედეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში არასრულწლოვნება ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. ,,წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვამტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქურდობის მცდელობის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

იტალიის ქალაქ მანდურიაში სუნამოების ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დაადანაშაულა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და გამოძიება მაღაზიის მფლობელის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაღაზიიდან...

დაწვრილებითDetails

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა – რა თანხა გაიცა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, რა ღირს ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 094 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.50%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 10 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7470, ევრო – 3.1755, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6642 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

როდის გამოიდარებს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე...

დაწვრილებითDetails

“ბავშვს ტვინი აქვს დაზიანებული” – როგორია ჩვილის მდგომარეობა,რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
რა იწვევს ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირებას
მთავარი

ჩვილი, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება ისევ უჭირთ. გაკეთდა 4 ოპერაცია. ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე. არის...

დაწვრილებითDetails

სუს-მა მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი დააკავა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
სუს-მა მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი დააკავა
მთავარი

სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა საქმის გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული ერთ-ერთი პირი ოცნების მხარდამჭერი რიმა ოთარაშვილია. ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზეა მხილებული "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"