პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 355 000 ლარი იყო. როგორც დოკუმენტში ეწერა, სამუშაოების ფარგლებში უნდა მომხდარიყო ტურებისა და მგლების პოპულაციის არეალის დადგენა, რიცხოვნობის შეფასება და მათი გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.










