LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოში სტომატოლოგის მომსახურების საფასური იზრდება

დაპოსტა 2020/05/07-ში
193
ნახვა
გაზიარება

საქარველოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება, თუმცა გაზრდილი საფასურით.

კლინიკის მეპატრონეები ფასის გაზრდას ახალი რეგულაციების დაწესებით ხსნიან.

ამბობენ, რომ მასალის ფასი მინიმუმ 30%-ით გაძვირდა, თავად კი, საფასურის 10%-ით გაზრდას ვარაუდობენ.

რა პრობლემები შეექმნათ და რას აპირებენ 22 მაისიდან, ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელს ესაუბრა.

„Best dent“ 

„ფასები ყველაფერზე გაგვიძვირდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ პაციენტებთან. ფინანსური თვალსაზრისით, ყველას ძალიან უჭირს.

დავიწყოთ სადეზინფექციო ხსნარებიდან – მასალა, რომელიც ღირდა 20 ლარი, დღეს 50 ლარი გახდა.

პაციენტსაც ერთჯერადი ხალთათმანები სჭირდება. როცა ვიხდიდით 3 ლარს, ახლა 9 ლარამდე გაიზარდა. ექიმის ეკიპირება 30 ლარი ღირს, ისიც ერთჯერადია. არაფერს ვამბობ ბახილებსა და სხვა სადეზინფექციო ხსნარებზე.

ბჟენი, რომელიც ღირდა 100 ლარი, ფასმა 30-ით მოიმატა. 50 თეთრიანი ნიღაბი კი 1.80 თეთრი გახდა.

გვიწევს მაღალხარისხიანი და მაღალი ღირებულების მასალებით მუშაობა.

ასეთ პირობებში, ძნელია მომხმარებელმა ამხელა თანხა გადაიხადოს“, – ამბობს სტომატოლოგი ოთარ ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას.

 

კლინიკა „ადენტა“ 

 

„ძირითადად ეკონომიური პრობლემები შეგვექმნა. რასაც ვმუშაობდით, იმ დღესვე ვჭამდით და ფაქტობრივად, მშივრები დავრჩით.

ხმას არავინ იღებს, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

ასისტენტისთვის და ექიმისთვის შესაბამისი ეკიპირების ღირებულება რომ დავთვალე, 45-50 ლარამდე ჯდება. მასალებიც გაძვირდა. ყველა პაციენტზე ეს თანხა ემატება და ბუნებრივია, მათი რაოდენობაც შემცირდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალზე უნდა ვიმუშაოთ. ამ წუთში ამბავი არარენტაბელურია. არ ვიცი, რა იქნება“, – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი, მანანა ბურჭულაძე.

 

„ლაივ დენტი“ 

 

„ვერ ვმუშაობდი, ესაა ერთადერთი პრობლემა რაც ამ პანდემიის დროს შემექმნა.

ფასები გაიზრდება, მასალები ძალან გაგვიძვირეს. ჯერჯერობით, ახალი მარაგი არ შემოუტანიათ. ფასის მომატება რატომ მოხდა, ჯერ არ ვიცი, ამას არავინ აკონტროლებს, სამწუხაროდ.

22 მაისიდან ჩვეულ რეჟიმში ვაპირებთ მუშაობის განახლებას. ჯერჯერობით, ფასების მომატებას არ ვგეგმავ. სანამ ძველი მასალები მექნება, ამოწურვამდე ძველი ფასის მიხედვით ვიმუშავებ.

მასალის გარდა, საჭიროა ეკიპირება. სავარაუდოდ, მთლიანი საფასურის 10% მოემატება მომსახურებას.

წარმოდგენა არ მაქვს, ხალხმა მომსახურების საფასური როგორ უნდა გადაიხადოს“, – ამბობს რუსკა მაქაცარია.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ქეთევან გოგილაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.

„100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა.

აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

primetime.ge

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 24, 2026
205
მთავარი

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, "მედინას" კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
130
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
28
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 23, 2026
88
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ფიზიკური პირი ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა...

დაწვრილებითDetails

რუსთავში IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

თებერვალი 23, 2026
119
მთავარი

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მოაწოდა ინფორმაცია და...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში

თებერვალი 23, 2026
183
მთავარი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ....

დაწვრილებითDetails

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო“  დაიწყო მუშაობა 

თებერვალი 23, 2026
106
მთავარი

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიებს ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ემსხვერპლა

თებერვალი 23, 2026
283
მთავარი

ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება აქვეყნებს". მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური

თებერვალი 23, 2026
189
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.  ...

დაწვრილებითDetails

საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

თებერვალი 23, 2026
1.2k
მთავარი

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა  -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».