ივლისის თვეში საქართველო საყოველთაო აცრისთვის ემზადება. დაპირებული ვაქცინები იმუნიზაციის მასშტაბის გაფართოების საშუალებას იძლევა.
თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი – 4 დიდი ქალაქია, სადაც ასაცრელი სივრცეები განთავსდება. შეიძლება შეირჩეს დიდი პავილიონები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ცენტრებთან არსებული დიდი სივრცეები, რომ აცრა ყოველგვარი წინასწარი ჯავშნის გარეშე გახდეს შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, ერთჯერადად, საზოგადოების 3.4 %-ია აცრილი. ორი ინექცია მოქალაქეების 1.3% -ს აქვს გაკეთებული, სავარაუდოდ, ორჯერადად აცრილებს და კორონა გადატანილ მოქალაქეებს რეგულაციების დაცვა აღარ მოუწიოთ. შეღავათებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ მომდევნო კვირაში ღამის საათებში, გადაადგილების შეზღუდვისა და პირბადის ტარებისგან იმუნიტეტის მქონე პირები გაათავისუფლოს.









