საქართველოში „საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია“ დაფუძნდა. როგორც “ბიზნესპრენიუსი” წერს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ასოციაცია 2025 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა.
დოკუმენტების მიხედვით, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუსხელიშვილია, ხოლო გენერალური დირექტორი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მარატ შაიდაევი.
რეესტრის მონაცემებით, „საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე იქნება, რომელსაც საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.
- რაც შეეხება გამგეობის სხვა წევრებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:
- ლავრენტი ანჩაბაძე (საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
- ვახტანგ კარიჭაშვილი (საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
- ბადრი კაკაბაძე (საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
- დავით ხარაიძე (საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქე).