2 წელიწადში საქართველოში რეგისტრირებული 26 529 რუსული კომპანიიდან, მხოლოდ 4 276-ს საქმიანობის სფეროა ცნობილი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წელს საქართველოში 14 977 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წელს – 11 552. კვლევის ავტორთა ცნობით კი, ამ ეტაპზე 2022-2023 წლებში რეგისტრირებული მხოლოდ 4 276 რუსული კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი.
„საქართველოში ბიზნეს სუბიექტის რეგისტრაციის დროს მომავალი საქმიანობის სფეროს მითითება არ ხდება. თუმცა, როდესაც კომპანია საქმიანობას იწყებს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი საქმიანობის სფერო საქსტატისთვის ცნობილი ხდება.











