LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა

საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა

დაპოსტა 2020/03/13-ში
A A
242
ნახვა
გაზიარება

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონა ვირუსის
გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში
დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა.
გარდა ამისა, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და
ასაკობრივი ნაკრები გუნდი. სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და
აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში
გადადიან.
პარალელურად, დაგეგმილი ტურნირები და მატჩები გადადეს საერთაშორისო
სპორტულმა ორგანიზაციებმა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ „რაგბი
ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება და 15 აპრილამდე გადადო მის მიერ ორგანიზებული
ყველა ტურნირი. მათ შორის, 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გაიმართება
საქართველო-რუსეთის მატჩი. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება
ცნობილი.
ასევე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაისის თვეში
ჩატარდება 19-22 მარტს ბუდაპეშტში გასამართი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი.
31 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო
ტურნირი წყალბურთში, რომლისთვისაც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს მარტის ბოლოს
უნდა ემასპინძლა.
გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში,
რომელიც კანადაში 16-22 მარტს უნდა გამართულიყო.
ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც თბილისი 4-5 აპრილს
მასპინძლობდა, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ასევე გაურკვეველი
დროით გადაიდო.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად ივნისის
ბოლოს ჩაატარებს, თბილისში გასამართი გრან პრი კი გაუქმდა.
აპრილის ნაცვლად 13-21 ივნისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებიდან თითქმის ყველა 2020 წლის
ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და არცერთი მათგანი არ გაუქმებულა,
არამედ გადაიდო გარკვეული დროით, გარდა თბილისის გრან პრისა.

ამ ეტაპზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
გუშინ, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
რაც შეეხება 26 მარტს თბილისში გასამართ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს
საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ასევე უეფას ეგიდით
გასამართ ყველა მატჩს – მათი ბედი 17 მარტს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროპის
ფეხბურთის მმართველი ორგანო ვიდეო კონფერენციას გამართავს.

სინქრონი: შალვა გოგოლაძე – საქართველოს განათლების,

გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

“კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს და არც მათ პატრონებს, -...

დაწვრილებითDetails

“მომავალი არჩევნების ფსონები ნათელია: უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს” – ვიქტორ ორბანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო-ვიქტორ ორბანი
მთავარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის სიახლოვეს ომი მძვინვარებს, ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ფსონები ნათელია - ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გაგზავნის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის...

დაწვრილებითDetails

გაზის მიწოდება 5600 აბონენტს შეუწყდა – ნახეთ,აღდგენის დრო და მისამართები

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 მარტს, თბილისში  დიდუბის რაიონში გაზის მიწოდება 5600 აბონენტს დროებით შეუწყდება, - ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზის მიწოდება, ხვალ 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდება: ზესტაფონის ქუჩის,...

დაწვრილებითDetails

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის, ვლადიმერ ბოისას და მწვრთნელის, ანატოლი ბოისას დედის გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას...

დაწვრილებითDetails

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა....

დაწვრილებითDetails

კაცმა ოჯახის წევრს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

11 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

11 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +17...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"