საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.