ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:
4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 027, აჭარაში – 510, იმერეთში – 751.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში – 544, აჭარაში – 120, იმერეთში – 283.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 – თბილისში, 204 – აჭარაში.
19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.