ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხს ეხმიანება.
განწყობა მებრძოლი აქვს, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ სამართალი ჩვენს მხარეზეა.
მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ვადასთან დაკავშირებით კი- უმოკლესი. იცით, ასეთ დავებში დროის პროგნოზირება უაღრესად რთულია. – აცხადებს ადვოკატი “ტვ პირველთან”.
ტვ პირველის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საქართველოში ჩამოსულ უცხოელ იურისტებთან კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ივანიშვილის მოწვევით, უცხოელი ადვოკატების ჯგუფი ჩამოვიდა.










