გერმანიის პარლამენტის წევრმა მიხაელ როთმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიპარეს.
ის აგრეთვე გამოეხმაურა უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას.
„უკრაინაში დამანგრეველი ომია. მოლდოვა ჰიბრიდულ ომშია ჩართული. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოპარულია. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას. მას აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდა დემოკრატიების განადგურება სურს. ჩვენ უბრალოდ თვალს ვადევნებთ, თუ გავიღვიძებთ ოდესმე?“, – დაწერა როთმა.