LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება – ეკატერინა ზახარიევა

საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება – ეკატერინა ზახარიევა

დაპოსტა 2025/06/19-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს, – ამის შესახებ სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი”.

 

ევროკომისარმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც არის ტაქტიკა, რომელიც “აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდადაა” შექმნილი.

 

ასევე, მან ისაუბრა მედიის მდგომარეობაზე საქართველოში და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ „სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს“.

 

მისი თქმით, მზია ამაღლობელის “ქეისი” თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა, რაც მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

 

ამასთან, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

 

“როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება.

 

ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ – ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი.

 

ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს…

 

საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

 

მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს.

 

მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი “ქეისი” თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ.

 

დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას…

 

ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს”, – განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ..” – როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
“გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ..” – როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა
მთავარი

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს, ნი­ა­კოს და თა­თუ­ლის. მათი ამ­ბა­ვი ყვე­ლამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა და ყვე­ლა ელო­დე­ბა ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რია 2024 წლის 12...

დაწვრილებითDetails

ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ჭურვი ჩამოვარდა – რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ჭურვი ჩამოვარდა – რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო
მთავარი

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან ჭურ­ვი ჩა­მო­ვარ­და, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს. "ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას. დღეს, იმ შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე...

დაწვრილებითDetails

სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული სიძე საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ხაშურში სიმამრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998...

დაწვრილებითDetails

აზერბაიჯანში, საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

აზერბაიჯანში, საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. 68 წლის იოსებ გოგილაშვილს მატარებელი დაეჯახა. ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

„გაყინული ვარ, გვანცა, სესო” – ცნობილია აჭარაში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
„გაყინული ვარ, გვანცა, სესო” – ცნობილია აჭარაში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ აჭა­რა­ში. ქო­ბუ­ლე­თი ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­სა­მე პირი - კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 27 წლის ქართველს ბრალად ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნიშნების გაყალბებდა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ქართველს სხვა დანაშაულებებშიც ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

2025 წლის აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ შეეძლებათ – სწორედ ამ დროს გამოუჩნდება თითოეულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აპლიკანტს პირადი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებიც უახლოეს მომავალში მათ ოცნებებს აიხდენენ. ბედი მისცემს მათ შესაძლებლობას, სრულად დატკბნენ ცხოვრებით. ლომი ლომებს შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი საოცნებო მოგზაურობა. თუ თქვენ გაქვთ ადგილი, რომლის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს ივლისში დიდი წარმატება და იღბალი ელის

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ასტროლოგების თქმით, ივლისის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ვერძი იქნება. მათ მიმდინარე თვის განმავლობაში არაერთი ახალი შესაძლებლობა, გამართლება და წარმატება ელით. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ახლა ყველა შანსი აქვს, რომ სამსახურში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"