საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა, სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა, დანაშაულია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
“საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება. “ქართული ოცნების” დომინაციის ქვეშ მყოფი მთავრობა სასტიკად ახშობს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და ღია ომს აწარმოებს თავისუფალ მედიასთან. მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტის გამბედაობა გააჩნდა.
თავის დრამატულ მოწოდებაში მან თქვა: “არ მივიღებ რეჟიმის დღის წესრიგს, ვიწყებ შიმშილობას. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე“. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრება – თითქმის 4 წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია.
“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც კულისებს მიღმა ბიძინა ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროპული გზა შეაბრუნა. ეს ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მოსკოვის სატელიტი გახდა.
არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დგომა და ყურება. საქართველოს დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვისა და ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვის. დიქტატურის მხარდაჭერა, დიქტატურისთვის დანებება – დანაშაულია. სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა ასევე დანაშაულია”, – განაცხადა გოშევსკამ.