საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, ორივე იზოლირებულია და მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა.
„ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” შემთხვევები დადასტურდა.