LIVE TV
ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია – სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესზე“

დაპოსტა 2025/10/13-ში
5
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს საქართველოს ოკუპაციით და ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით“.

„სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთან, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება, ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს. ანტი-დისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა. სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით. კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლასა და მათზე რეაგირებას, განურჩევლად განმცხადებლის მოქალაქეობისა და ეროვნებისა“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსეთის მოქალაქემ, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს საჩივრით მიმართა, რომ „რეფორმერ ფიტნესში“ მომსახურებაზე უარი უთხრეს. ლევან იოსელიანმა გიორგი ფუტკარაძეს საჩივართან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა. „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორმა განმარტა, რომ კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილია თავად აირჩიოს სტუმრები.

„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

მძღოლები რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ოქტომბერი 13, 2025
49
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა - შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 13, 2025
10
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე შვიდ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ღირებულება შეიცვალა – ნახეთ ვალუტის განახლებული კურსი

ოქტომბერი 13, 2025
15
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მიწა ნელ-ნელა სოფლისკენ გადაადგილდება- რა მდგომარეობაზე საუბრობენ სოფელ ლაშხევში

ოქტომბერი 13, 2025
112
მთავარი

ლაშხევი - სოფელი, რომლისკენაც მიწა მოდის გვირაბების მშენებლობის შემდეგ, ტონობით მიწის მასა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშხევის სიახლოვეს დაყარეს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ ნიადაგმა დეფორმირება დაიწყო, მაღლა აწეული ფენა ნელ-ნელა სოფლისკენ...

დაწვრილებითDetails

დაფიქსირდა ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა

ოქტომბერი 13, 2025
584
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს....

დაწვრილებითDetails

ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება-სუს-მა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ოქტომბერი 13, 2025
107
ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ...

დაწვრილებითDetails

გზა მოდინახეს ციხესკენ – ფოტო სოც. ქსელში ვრცელდება

ოქტომბერი 13, 2025
107
მთავარი

"საჩხერიდან მოდინახეს ციხესკენ მიმავალ გზას რომ შეხედოთ, ისეა განათებული, გეგონება არაფერი დაგაბრკოლებს გზაზე, მაგრამ უცებ ასეთ რამეს გადაეყრებით... გზად სადმე ქალაქში პატრულს თუ ნახავთ და კითხავთ, პასუხად გეტყვიან - რავი,...

დაწვრილებითDetails

“ვიბლიანი მაღაზიაშივე უსწორდება მოზარდს ფიზიკურად”-თათია მაისურაძე

ოქტომბერი 13, 2025
177
მთავარი

სოციალურ ქსელში მაღაზია 2 ნაბიჯის კამერების ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის მიერ მოზარდის მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველი კადრები ჩანს. ვიდეოს თათია მაისურაძე ავრცელებს. მაისურაძის ინფორმაციით, თვითმხილველ პირთა მტკიცებით,...

დაწვრილებითDetails

„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ დარჩენილი 13 მძევალი გადასცა

ოქტომბერი 13, 2025
10
მთავარი

დაჯგუფება „ჰამასმა“ დარჩენილი 13 მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა. მედიის ინფორმაციით, მძევლების გადაცემა ღაზის სამხრეთ ნაწილში მოხდა და ისინი ახლა „წითელი ჯვრის“ ავტომობილებით ისრაელში გადაჰყავთ. „ჰამასმა“ ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა....

დაწვრილებითDetails

“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი

ოქტომბერი 13, 2025
8
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».