LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2025 წელს მკვეთრად გაუარესდა- Human Rights Watch

დაპოსტა 2026/02/04-ში
6
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2025 წელს მკვეთრად გაუარესდა, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის „მსოფლიო ანგარიში 2026“- ში არის ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმებას. ასევე, ხელისუფლება მეტიმეტად ერეოდა უმეტესწილად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. აღნიშნული ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების, ასევე, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „მარტში მიღებული ახალი კანონმდებლობა „უცხოური აგენტების“ შესახებ მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირდნენ. ასევე, სხვა რეპრესიული ცვლილებები ყველა უცხოური გრანტისთვის მთავრობის თანხმობას მოითხოვს და მშვიდობიან პროტესტზე, დამოუკიდებელ მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს“.

ასევე, ანგარიშში საუბარია 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

„ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი შეზღუდვისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე გაიმართა. არჩევნების დღეს, მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის მიზნით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი სცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის მცდელობის ბრალდებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლა დაგმეს“.

„მათ განაცხადეს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“ და მოუწოდეს საქართველოს, რომ რეპრესიული კანონები გაიწვიოს“, – წერს ორგანიზაცია.

ანგარიშში საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების შესახებაც.

„სასამართლომ რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ექვს ლიდერს, რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი დააკავეს მმართველი პარტიის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებისთვის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. ორი მათგანი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ხელისუფლებამ სექტემბერში ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, დააკავა მოქრთამვის ბრალდებით“, – ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ორგანიზაცია გამოქვეყნებულ ანგარიშში 2025 წელს საქართველოში გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობასაც აღწერს.

„აპრილში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსება აიკრძალა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა. ივნისში, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა ორი ძირითადი ოპოზიციურად განწყობილი არხის, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ, მათ რეპორტაჟებში, მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. აგვისტოში სასამართლომ ცნობილ ჟურნალისტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპროტესტო აქციების დროს ადგილობრივი პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გამოტანილი განაჩენი დაგმეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში,5 თებერვალს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

თებერვალი 4, 2026
45
მთავარი

ქუთაისში 5 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება  შეწყდება , ნახეთ მისამართები: 11:00 საათიდან  14:00 სააათამდე 1115 აბონენტს მისამართებზე:  გათიშვის არეალი: ქუთაისი/რუსთაველის, ქუთაისი/გრიშაშვილის, ქუთაისი/გ.ტაბიძის, ქუთაისი/ჩეჩელაშვილის, ქუთაისი/ლორთქიფანიძის, ქუთაისი/რუსთაველის 8ჩ, ქუთაისი/კიკვიძის, ქუთაისი/რუსთაველის 4ჩ, ქუთაისი/სხირტლაძის, ქუთაისი/ტაბიძის,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

თებერვალი 4, 2026
36
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 5-7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა...

დაწვრილებითDetails

განათლების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს

თებერვალი 4, 2026
148
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება. “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 86-ხმით...

დაწვრილებითDetails

“ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როცა არ არის და დროშით დადის”- გია ვოლსკი

თებერვალი 4, 2026
26
მთავარი

ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის - ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს, - ამის...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა

თებერვალი 4, 2026
236
მთავარი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რითაც უწყების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა

თებერვალი 4, 2026
27
მთავარი

“პირველების” ინფორმაციით, პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა. ამოღებულია დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც. თავდაპირველად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტების გაკეთება არ ისურვეს. წერილობით პასუხში, რომელიც მედია “პირველების” რედაქციამ მიიღო, უწყება წერს, რომ...

დაწვრილებითDetails

ამერიკის საელჩო ვიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 4, 2026
19
მთავარი

ამერიკის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს . ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა. B1/B2 ვიზიტორის ვიზით ნებადართულია: ტურიზმი დასვენება შოპინგი მეგობრებთან და ნათესავებთან ვიზიტი შეხვედრები ბიზნეს პარტნიორებთან კონფერენციაზე დასწრება B1/B2 ტიპის ვიზით...

დაწვრილებითDetails

დროულია – ირაკლი კობახიძე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ახალი ინიციატივის შესახებ

თებერვალი 4, 2026
108
მთავარი

კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. თუ ამ კუთხით პრობლემებია, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს - მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის იურიდიულ...

დაწვრილებითDetails

4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა 3-წლიანით ჩანაცვლდება

თებერვალი 4, 2026
248
მთავარი

ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ   ისაუბრა 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან პროგრამაზე გადასვლის გეგმასთან დაკავშირებით, მის სიტყვებით საათების კლება მოხდება არჩევითი საგნების და ე.წ მაინორის (მეორადი პროფესიის) შემცირების ხარჯზე. გაბისონიას...

დაწვრილებითDetails

22 წლის ახალგაზრდის მკვლეობაში ბრალდებულის ექსტრადირება რუსეთიდან მოხდა

თებერვალი 4, 2026
489
მთავარი

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთიდან მოხდა. მას გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ მკველობას ედავება. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 18...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».