LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს ხალხისთვის დახმარების პაკეტები მზადდება – ღია წერილი საფრანგეთიდან

დაპოსტა 2020/04/09-ში
190
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ.

წერილში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს, ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს განიხილავენ.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ.

“COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დამსახურებულად დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

მიუხედავად ამისა, ამ კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”, – ნათქვამია ღია წერილში.

წერილს ხელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ შეკირი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინუსი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი – რეგიონი II, გენერალური დირექტორი სიუპი ტერავანინტორნი აწერენ.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იანვარი 28, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – ავარია მსხვერპლით დასრულდა

იანვარი 28, 2026
0
მთავარი

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა. მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

იანვარი 28, 2026
111
მთავარი

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
65
მთავარი

29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! 29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის. მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, -...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 28, 2026
7
ამინდი

28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით...

დაწვრილებითDetails

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 28, 2026
180
მთავარი

ვერძი სასურველია, ეს დღე თქვენს ჰობს მიუძღვნათ, შეიქმენით თქვენთვის კომფორტული გარემო. ამით ნერვულ დაღლილობასაც გაუმკლავდებით. კურო ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას, ახალი მეგობრული კავშირები იმედს არ გაგიცრუებთ. ტყუპები იყავით მტკიცე და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.5k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
112
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
194
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
223
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».