LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე

“საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს”- მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2025/08/18-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს მიმართ უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, „ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ თანახმად, ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე და უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ქალბატონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, მათ შორის: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ.

პირველ რიგში, მოდით, გავეცნოთ აღნიშნული კვლევის მონაცემებს, ხოლო შემდეგ, უკვე პოლიტიკურ შეფასებაზეც გადავიდეთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მეტად არა.

  1. „ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით“ საქართველოს ხელისუფლებამ, შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა!

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.

  1. „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსით საქართველომ დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!

შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63.2% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.

  1. „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ჩვენ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა.

ამ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს.

  1. „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია! საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა.

კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმოდეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და თურქეთს.

რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს.

ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებებისა და კრიზისის ფონზე მიაღწია და თქვენ კარგად გახსოვთ შიდა ტურბულენტობები, რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

19 აგვისტოს ფერისცვალება

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
19 აგვისტოს ფერისცვალება
მთავარი

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის არის. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6968 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ახალი ბრძანება, რომელიც 4 ივნისიდან ამოქმედდება – დეტალები
მთავარი

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემის პროცესი. "გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ "საჯარო...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....

დაწვრილებითDetails

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

რამდენიმე წუთის წინ რუსეთში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე, შედარებით მცირე მაგნიტუდის ბიძგები ფიქსირდებოდა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

“რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის ” – ზელენსკი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის განზრახვების დემონსტრაცია და ომთან დაკავშირებით მის ცინიკურ პოზიციას აჩვენებს. ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს,...

დაწვრილებითDetails

“ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა” – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა - ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ - დიდად არც იმის პრობლემა გვაქვს რომ იყოს , ან არ იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

ცნობილია 19 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიით დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ცნობილია 19 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიით დაიღუპა
მთავარი

ლელიანში, ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა შაკო ზურაბიშვილია. როგორც ირკვევა, ახალგაზრდები მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ღობეს შეეჯახნენ. ახლობლების ცნობით, შაკო ზურაბიშვილთან ერთად მყოფი ახალგაზრდა კლინიკაში, მსუბუქი დაზიანებებით არის მოთავსებული. მის სიცოცხლეს...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ქალმა საქმრო დაჭრა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. კერძოდ, პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი შინაგან...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 41 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ ქვემო ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"