უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.
„ძვირფასო მგზავრებო,
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
ბათუმი-თბილისი №801
ზუგდიდი-თბილისი № 869
თბილისი-ბათუმი № 804
თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
ზესტაფონი-ხაშური №6446
ხაშური-ზესტაფონი №6418
და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










