საქართველოს მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვისთვის ახალი სტანდარტები დაადგინა

88
ნახვა

საქართველოს მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვისთვის ახალი სტანდარტები დაადგინა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნა.

ახალი ნორმატიული დოკუმენტი საქართველოში EU-ს რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს აწესებს. სტანდარტი მოიცავს ქათმისთვის განკუთვნილი სივრცეების პარამეტრების განსაზღვრას და იმ წესებს, რომლითაც მათი მოვლა უნდა მოხდეს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები ასეთია:

“მუხლი 1.

1. „კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, 350-ზე ნაკლები კვერცხმდებელი ქათმით;

ბ) საწარმოზე, სადაც ხორციელდება სანაშენე კვერცხმდებელი ქათმის გამოზრდა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები.

4. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

მუხლი 2.

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კვერცხმდებელი ქათამი − Gallus gallus სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის;

ბ) საბუდარი − ცალკეული ქათმისთვის ან ქათმების ჯგუფისთვის (ჯგუფური საბუდარი) განცალკევებული ადგილი კვერცხის დასადებად, რომლის იატაკის კომპონენტები არ შეიძლება შეიცავდეს მავთულის ბადეს, რომელსაც შეიძლება, ფრინველები ეხებოდნენ;

გ) ქვეშსაგები − ნებისმიერი ფხვიერი მასალა, რომელიც ქათმებს საშუალებას აძლევს, დაიკმაყოფილონ თავიანთი ეთოლოგიური მოთხოვნილებები;

დ) გამოსაყენებელი ტერიტორია − არანაკლებ 30 სმ სიგანის ფართობი, არაუმეტეს 14%-იანი იატაკის დახრილობით, არანაკლებ 45 სმ-იანი სიმაღლით. საბუდრის ადგილები არ ითვლება გამოსაყენებელ ტერიტორიად.

2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3.

„ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებითა და ამ წესის დანართ №1-ით − „კვერცხმდებელი ქათმის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნებით“ განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებთან ერთად, კვერცხმდებელი ქათმის მფლობელმა და მესაკუთრემ უნდა გამოიყენონ ასევე ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სისტემიდან ერთ-ერთი:

ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული, ალტერნატიულ სისტემებთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული, გალიებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მუხლი 4

1. ამ მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სისტემა უნდა შეესაბამებოდეს, სულ მცირე, ამავე მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ისე, რომ ყველა კვერცხმდებელ ქათამს ჰქონდეს:

ა) ან ხაზოვანი საკვებური, რომლითაც უზრუნველყოფილია არანაკლებ 10 სმ-ისა თითო ფრინველზე ან წრიული საკვებური, რომლითაც უზრუნველყოფილია არანაკლებ 4 სმ-ისა თითოეულ ფრინველზე;

ბ) ან ავტომატური (უწყვეტი) საწყურებელი, რომლითაც უზრუნველყოფილია 2,5 სმ თითოეულ ქათამზე ან წრიული საწყურებელი, რომლითაც უზრუნველყოფილია 1 სმ თითოეულ ქათამზე. გარდა ამისა, სადაც გამოიყენება დვრილიანი საწყურებელი ან ჭიქები, ყოველ 10 ქათამზე უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი დვრილიანი საწყურებელი ან ჭიქა. იქ, სადაც საწყურებლებია დამონტაჟებული, არანაკლებ ორი ჭიქისა ან ორი დვრილისა უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ქათმისთვის;

გ) სულ მცირე, ერთი საბუდარი ყოველ შვიდ ქათამზე. თუ გამოიყენება ჯგუფური საბუდრები, უნდა იყოს, სულ მცირე, 1 მ​2 საბუდრის სივრცე მაქსიმუმ 120 ქათმისთვის;

დ) ადეკვატური ქანდარა, ბასრი კიდეების გარეშე და არანაკლებ 15 სმ-ისა თითოეული ქათმისთვის. ქანდარა არ უნდა იყოს დამაგრებული ქვეშსაგების ზემოთ; ქანდარებს შორის ჰორიზონტალური მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 30 სმ-ისა, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი ქანდარასა და კედელს შორის უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ-ისა;

ე) სულ მცირე, 250 სმ​2 ქვეშსაგებიანი ფართობი (თითოეულ ქათამზე), ქვეშსაგები უნდა იკავებდეს მიწის/იატაკის ზედაპირის მინიმუმ მესამედს.

3. დანადგარების იატაკი უნდა იყოს აგებული ისე, რომ ადეკვატურად მოეჭიდოს თითოეული ფეხის წინ მიმართული კლანჭები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად:

ა) თუ გამოიყენება გამოზრდის სისტემები, სადაც ქათმებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ სხვადასხვა დონეს შორის:

ა.ა) არ უნდა იყოს ოთხ დონეზე მეტი;

ა.ბ) დონეებს შორის სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, 45 სმ;

ა.გ) საკვებურები და საწყურებლები უნდა იყოს განაწილებული ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ქათმისთვის;

ა.დ) დონეები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული წვეთოვანი ვარდნა ქვემოთ მოცემულ დონეზე;

ბ) თუ კვერცხმდებელ ქათმებს აქვთ წვდომა ღია ფართთან:

ბ.ა) უნდა არსებობდეს რამდენიმე ხვრელი, არანაკლებ 35 სმ სიმაღლისა და 40 სმ სიგანისა და ვრცელდებოდეს შენობის მთელ სიგრძეზე, რომელიც პირდაპირ წვდომას ანიჭებს გარე ზონასთან; ნებისმიერ შემთხვევაში, 1 000 ფრთიან გუნდზე უნდა იყოს 2 მ სიგრძის ღიობები;

ბ.ბ) ღია ფართი უნდა იყოს:

ბ.ბ.ა) ნებისმიერი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სიმჭიდროვისა და ნიადაგის მახასიათებლის შესაბამისი;

ბ.ბ.ბ) აღჭურვილი უამინდობისა და მტაცებლებისგან თავშესაფრით და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწყურებლით.

5. თითოეულ კვადრატულ მეტრზე გამოსაყენებელ ტერიტორიაზე ფრინველის სიმჭიდროვე არ უნდა აღემატებოდეს ცხრა კვერცხმდებელ ქათამს. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული ბიზნესოპერატორებისათვის, 2035 წლის 1 იანვრამდე, სადაც გამოსაყენებელი ტერიტორია აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია 12 კვერცხმდებელი ქათმის არსებობა იმ ფერმებისთვის, რომლებიც იყენებენ ამ სისტემას 2026 წლის პირველი ივნისიდან.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ალტერნატიულ სისტემაზე.

მუხლი 5. ამ მუხლით განსაზღვრული ყველა გალიის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კვერცხმდებელ ქათმებს უნდა ჰქონდეთ:

ა.ა) არანაკლებ 750 სმ​2 გალიის ფართობი თითოეულ ქათამზე, საიდანაც გამოსაყენებელი ტერიტორია შეადგენს 600 სმ​2-ს; გალიის სიმაღლე, გარდა გამოსაყენებელი ტერიტორიის ზემოთ, უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ თითოეულ წერტილში და არცერთ გალიას არ უნდა ჰქონდეს 2000 სმ​2-ზე ნაკლები საერთო ფართობი;

ა.ბ) საბუდარი;

ა.გ) ქვეშსაგები ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს ჩანისკარტება და დაკაწვრა;

ა.დ) თითოეულ ქათამზე შესაბამისი ქანდარა არანაკლებ 15 სმ-ისა;

ბ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვებურით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეუზღუდავად. მისი სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 12 სმ-ისა გამრავლებული ქათმების რაოდენობაზე გალიაში;

გ) თითოეულ გალიას უნდა ჰქონდეს გუნდის ზომის შესაბამისი სასმელი სისტემა, სადაც თითოეული ქათმისთვის, სულ მცირე, ორდვრილიანი საწყურებელი ან ორი ჭიქა უნდა იყოს ხელმისაწვდომი;

დ) ქათმების ინსპექტირების, ჩასმისა და დეპოპულაციის გასაადვილებლად, გალიების იარუსებს შორის გასავლელი უნდა იყოს არანაკლებ 90 სმ სიგანის, ხოლო შენობის იატაკსა და გალიების ქვედა იარუსს შორის უნდა იყოს არანაკლებ 35 სმ სივრცე;

ე) გალიები აღჭურვილი უნდა იყოს კლანჭების დასამოკლებელი აღჭურვილობით.

მუხლი 6.

საწარმო, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედების სფერო, ექვემდებარება ავტორიზაციას სააგენტოს მიერ და ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც იქნება საშუალება ადამიანთა მოხმარებისთვის ბაზარზე განთავსებული კვერცხის მიკვლევადობისათვის.

მუხლი 7.

ყოველი წლის 31 აგვისტომდე სააგენტო სამინისტროს წარუდგენს წინა წლის წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. ანგარიშს თან უნდა ახლდეს გამოვლენილი შეუსაბამობებიდან ყველაზე სერიოზული შეუსაბამობ(ებ)ის ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის.

მუხლი 8.

საქართველოში კვერცხის შემოტანა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულია ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწყობილ საწარმოში

დანართი №1

კვერცხმდებელი ქათმის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

„ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილების დანართ №1-ით − „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნებით“ განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების გარდა, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

1. ყველა ქათამი უნდა შემოწმდეს მფლობელის ან ქათმებზე პასუხისმგებელი პირის მიერ დღეში ერთხელ მაინც.

2. ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური. ვენტილატორები, კვების დანადგარები ან სხვა აღჭურვილობა უნდა დაპროექტდეს, განთავსდეს, ფუნქციონირებდეს და მოვლილ იქნეს ისე, რომ მათ გამოიწვიონ მინიმალური ხმაური.

3. ყველა შენობას უნდა ჰქონდეს განათების საკმარისი დონე იმისათვის, რომ ყველა ქათამს შეეძლოს ერთმანეთის გარკვევით/მკაფიოდ დანახვა, ვიზუალურად გარემოს აღქმა და ნორმალური აქტივობის შენარჩუნება. სადაც არის ბუნებრივი განათება, სინათლის ღიობები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ განათება თანაბრად გადანაწილდეს.

შეგუების პირველი დღეების შემდეგ, განათების რეჟიმი უნდა იყოს ისეთი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები. შესაბამისად, ის უნდა მიჰყვეს 24-საათიან რიტმს და მოიცავდეს სიბნელის ადეკვატურ უწყვეტ პერიოდს, რომელიც გრძელდება, ჩვენების მიხედვით, დაახლოებით, დღის მესამედი, რათა ქათმებმა დაისვენონ და თავიდან აიცილონ ისეთი პრობლემები, როგორიცაა იმუნოდეპრესია და თვალის ანომალიები. საკმარისი ხანგრძლივობის ბინდი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სინათლის ჩაქრობისას, რათა ქათმები დაბინავდნენ შეშფოთებისა ან დაზიანების გარეშე.

4. შენობების ის ნაწილები, აღჭურვილობა ან ჭურჭელი, რომლებიც კონტაქტშია ქათმებთან, რეგულარულად უნდა დასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველი დეპოპულაციის შემდეგ და ქათმების ახალი პარტიის ჩასმამდე. ვიდრე გალიები დაკავებულია, ზედაპირები და ყველა აღჭურვილობა უნდა იყოს დამაკმაყოფილებლად სუფთა მდგომარეობაში.

გამონაყოფები უნდა მოსცილდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა და მკვდარი ქათმები გამოტანილ უნდა იქნეს ყოველდღე.

5. გალიები უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი ქათმების გაქცევის თავიდან ასაცილებლად.

6. ქათმების სამყოფელს, რომელიც შედგება გალიების ორი ან მეტი იარუსისგან, უნდა ჰქონდეს მოწყობილობა ან უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები, რათა შესაძლებელი იყოს ყველა იარუსის უპრობლემოდ შემოწმება და ქათმების ადვილად გამოყვანა/მოცილება.

7. გალიის კარის დიზაინი და ზომები უნდა იყოს ისეთი, რომ ზრდასრული ქათმის გამოყვანა შესაძლებელი იყოს ზედმეტი ტანჯვისა და დაზიანების გარეშე.

8. აკრძალულია ყველა სახის დასახიჩრება. თუმცა, ბუმბულზე ჩანისკარტება და კანიბალიზმის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ნისკარტის წვერის მოჭრაზე, იმ პირობით, რომ ეს განხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მიერ 10 დღეზე ნაკლები ასაკის წიწილებზე, რომლებიც განკუთვნილია კვერცხდებისათვის.

 

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა. ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება....

დაწვრილებითDetails

ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია. პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

დაწვრილებითDetails

შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს. „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური). მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია – ვითარება სტიქიის ზონაში

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე...

დაწვრილებითDetails

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები