საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 2020 წლის მდგომარეობას ასახავს და ის ხელმისწავდომია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
გამოქვეყნებულ კვლევაში მოყვანილია საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზი, რომლის მიხედვითაც “2018-2030 წლების პერიოდში საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით მოიმატებს (ქალებში 5%-ით, კაცებში 7%-ით). ამავე პერიოდში ევროპისთვის პროგნოზირებულია ახალი შემთხვევების 14%-ით მატება (ქალებში 10%-ით, კაცებში 18%-ით).
აშშ-ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების 51% საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას, 72% ქიმიოთერაპიას, ხოლო 57% რადიოთერაპიას.
სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8 024 ადამიანი, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის კიბოზე (15%) და სარძევე ჯირკვლის კობოზე (10%) მოდის.
2020 წელს რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს 9 435 ახალი შემთხვევა, ინციდენტობის მაჩვენებელი: 100 000 მოსახლეზე – 235.5.
Primetime.ge










