საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის ამერიკის მთავრობა 1.6 მილიონიან პროექტს იწყებს – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
“საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.” – წერია საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.