კოლხეთის, მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ნომინაცეიაზე მუშაობა 2019 წელს იყო დაწყებული. UNESCO-მ დღეს დაადასტურა, რომ ეს სივრცეები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის უნიკალურ მნიშვნელობას ატარებს.
„მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. საქართველოს 4 დაცული ტერიტორია – კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.