საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 33 წელი გავიდა.1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა საერთო – სახალხო კენჭისყრა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, რეფერენდუმის კითხვა კი შემდეგნაირი იყო: “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”
საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა – 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა.










