საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 32 წელი გავიდა. უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.
რეფერენდუმის კითხვა იყო – “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”
32 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა – 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა, სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო