საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყნიდან 990 864 430 აშშ დოლარის ღირებულების 51 011 ცალი მსუბუქი ავტომობილი რეექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, წლიურად ავტოექსპორტის მაჩვენებელი ღირებულებით ნაწილში 267,3%-ით, ხოლო ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 74,6%-ით არის გაზრდილი.
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც წლის პირველ ნახევარში ავტოექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა:
ყირგიზეთი – 236 017 230 აშშ დოლარი; 5 840 ცალი მსუბუქი ავტომობილი;
ყაზახეთი – 235 744 650 აშშ დოლარი; 13 916 მსუბუქი ავტომობილი;
აზერბაიჯანი – 226
101 620 აშშ დოლარი; 14 206 მსუბუქი ავტომობილი;
სომხეთი – 184 784 450 აშშ დოლარი; 10 235 მსუბუქი ავტომობილი;
რუსეთი – 52 513 560 აშშ დოლარი; 3 786 მსუბუქი ავტომობილი.