LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გაფიცვა შეწყდა და დღეიდან ინვესტორი კომპანია დაიწყებს საქმიანობას” – ნათია თურნავასა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა

საფუძველსაა მოკლებული ბრალდება ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ – ნათია თურნავა წყალტუბოს სანატორიუმების შესახებ

დაპოსტა 2019/11/06-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს განვითარების გეგმებთან დაკავშირებით ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.

მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა. მინისტრის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას.

ამასთან, მინისტრის თქმით, საფუძველსაა მოკლებული ბრალდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ.

“მეგა ტვ”  ნათია თურნავას განცხადებას უცვლელად გთავზობთ:

„მსურს, გამოვეხმაურო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას წყალტუბოს განვითარების გეგმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მისასალმებელია არასამთავრობო სექტორის ყურადღება წარმოდგენილი საკითხის მიმართ. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი საწინდარია, რომ პროექტის მნიშვნელობისა და მასშტაბის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული ინიციატივის თანახმად, მან გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს, მის აღორძინებას ერთიანი გააზრებული კონცეფციით და გეგმით, რაც ერთბაშად მისცემს საშუალებას არამხოლოდ კურორტ წყალტუბოს, არამედ მთელ რეგიონს, მიიზიდოს კერძო ინვესტორები და სათავე დაუდოს ეკონომიკურ აღმავლობას.

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასა და უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი უზრუნველყოფს უდიდესი რესურსის მქონე კურორტის ხელახლა დაბადებას და გაცოცხლებას. წინასწარი გათვლებით, საუბარია თითოეულ სასტუმროში საშუალოდ 200 ადამიანის დასაქმებაზე, მხოლოდ კურორტზე კი ჯამში 6 – 8 ათასი ადამიანის დასაქმებაზე. სანატორიუმების აღდგენის შემდეგ კი, კურორტზე ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 600 – 800 ათას ადამიანს მიაღწევს.

საკითხში ჩახედულმა და დაინტერესებულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ მოახერხა წყალტუბოში სანატორიუმების უდიდესი უმრავლესობის გაყიდვა. კერძო ბიზნესი არ არის დაინტერესებული ცალკეული დანგრეული შენობის ყიდვით, რომლის სათანადო რეაბილიტაცია, ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება და თანამედროვე პირობებზე მორგება დიდ დანახარჯს მოითხოვს. თანაც, ერთი ცალკეული სასტუმრო ვერ გახდება მიზიდულობის ცენტრი, თუკი არ მოხდა კურორტის მთლიანი რეაბილიტაცია, მთელი ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი მეურნეობების აწყობით (ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ა.შ.). უკვე ერთი წელია ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ღიად დევს შეთავაზება წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზების შესახებ და გამოხმაურება ამ საკითხს არ მოყოლია.

საქართველოს მთავრობის დაკვეთით, 2014 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Kohl & Partners შეისწავლა წყალტუბოს პოტენციალი და მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, როგორიც არის რეგიონის ბუნებრივი გარემო და კულტურული ფასეულობები, ჩამოაყალიბა ხედვა, რის მიხედვითაც წყალტუბოს შეუძლია, გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში და დიდი ევროპული კურორტების კონკურენტი. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ამ გეგმის ფარგლებში კურორტის განვითარებას ეხება. საკუთრივ ეს კონცეფციაც და საჯარო ინტერესიც აპრიორი გულისხმობს წყალტუბოს კურორტის კულტურულ-არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის, გეგმარებისა და ღირებულების არა მხოლოდ აღდგენას, არამედ მის სრულ ფუნქციურ რეაბილიტაციას. კურორტის აღდგენის ერთიანი პოლიტიკა ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. წყალტუბოს არქიტექტურა წარმოადგენს კურორტის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას და ბუნებრივია, რომ მისი მნიშვნელობა დაცული იქნება.

რაც შეეხება არასამთავრობოთა განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას, მსურს, დავარწმუნო ისინი, რომ ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო შესრულდება ქვეყნის, ყველა მოქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ოპონენტების ბრალდებას, თავად ბიძინა ივანიშვილი პასუხობს საჯაროდ , სადაც ის მკაფიოდ ხსნის, რომ მისი ერთადერთი მოტივატორი კურორტის რეაბილიტაცია და არა მისი ფლობა და მართვაა. მეტიც, ის საუბრობს კონკრეტულ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტირებული ქონების კერძო სექტორზე გადაცემა.

ასევე საფუძველსაა მოკლებული ბრალდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ. მოგახსენებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ 1 ლარად გადაცემის პირობითაც კი ვერ დააინტერესა კერძო სექტორი საინვესტიციო ვალდებულების ასაღებად, რაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად 1 ლარად მოხდება ქონების გასხვისება.

გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უკრიტიკოდ იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას, რაც ემსგავსება ღია კარის მტვრევას, ხოლო მსგავსი ქმედება აზიანებს ზოგადად, არასამთავრობო სექტორის იდეას. ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მე, მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროექტის შესახებ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ მომავალში გამორიცხავს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას,”-აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ბიძინა ივანიშვილინათია თურნავაწყალტუბოწყალტუბოს აღორძინება
გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა – დავით ერემეიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
ვის მოიაზრებს ქუთაისის მერად “ქართული ოცნება”
არჩევნები

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი გუნდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს რომ ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი. დღეს „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძემ იმერეთში, მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
არჩევნები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარუდგინა. უკვე ოფიციალურ ცნობილია ვინ იქნებიან "ქართული ოცნების"მერობის კანდიდატები იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ქუთაისში: დავით ერემეიშვილი საჩხერეში: ლევან ივანაშვილი ჭიათურაში: გივი მოდებაძე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გია ბასილაძე შეასრულებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2025
0
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გია ბასილაძე შეასრულებს
მთავარი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბიუროს გადაწყვეტილებით,  პირველი მოადგილე, გია ბასილაძე შეასრულებს. უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ირაკლი შენგელიას, რომელიც ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ირაკლი შენგელიამ აღნიშნული პოზიცია,...

დაწვრილებითDetails

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი – მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2025
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი,- ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა აქვს სათქმელი შინდისის გმირებისთვის იმ ფონზე, „როდესაც აგვისტოს ომში საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს“. როგორც ყაველაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს - ომი დაიწყო...

დაწვრილებითDetails

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.   „დონალდ ტრამპს, ილჰამ...

დაწვრილებითDetails

რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
მიხეილ სააკაშვილმა “ვივა მედში”  გონება დაკარგა
მთავარი

ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
“დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დამოუკიდებლობამდე”- ირაკლი შენგელია
მთავარი

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც პოსტში ვკითხულობთ ირაკლი შენგელია რჩება ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი. “დღეს ვემშვიდობები ქუთაისის...

დაწვრილებითDetails

სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"