საფრანგეთის სამხრეთში მეორე დღეა მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. გამოცემა France Bleu-ს ცნობით, ამ დროისთვის 500 ჰექტარი ტყეა დამწვარი.
ხანძარი ისტრის მუნიციპალიტეტში გუშინ გაჩნდა. ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მალე გავრცელდა.
ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობას 1300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია 300-მდე სახანძრო და 11 ვერტმფრენი.