საფრანგეთში ერთჯერადი სამედიცინო პირბადეების ხელმეორედ გამოყენების გზებს ეძებენ. ამის შესახებ Le Figaro წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში დამცავ სამედიცინო აღჭურვილობაზე მოთხოვნა გაიზარდა და მწარმოებლები მის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებენ. თუ პანდემიამდე საფრანგეთში კვირაში 5 მილიონ პირბადეს იყენებდნენ, დღეს ეს რიცხვი 50 მილიონამდე გაიზარდა.
შესაბამისად, ფრანგ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ გამოსავალი ერთჯერადი პირბადეების ისეთ დამუშავებაშია, რომელიც მათ ხელახალ გამოყენებას შესაძლებელს გახდის. ისინი სხვადახვა მეთოდს განიხილავენ. მაგალითად, პირბადის 100 გრადუსზე მაღალ ტემპერატურამდე გაცხელება, სტერილიზიცია, როგორსაც სამედიცინო ინსტრუმენტებს უტარებენ და გამა და ბეტა-სხივებით დასხივება.
გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი მეთოდების გამოყენებით სპეციალისტები დღეში მილიონამდე პირბადის დამუშავებას შეძლებენ.









