საფრანგეთი უკრაინას Aster-ის რაკეტებს და ასობით ჯავშანმანქანას გადასცემს- ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა. მან პირობა დადო, რომ რაკეტები და ჯავშანტექნიკა უკრაინას წელს და მომავალ წელს გადაეცემა.
„ამხელა ფრონტის ხაზის გასამართად, უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ჯავშანტექნიკა (VAB)” – თქვა ლეკორნუმ.
თავად საფრანგეთის არმია კი ცნობილ ფრანგულ VAB ჯავშანტრანსპორტიორებს ახალი თაობის Griffon-ის ჯავშანმანქანებით ცვლის.










