ქუთაისში „ოფროუდ სპრინტი“ ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ გაიმართა.
მასში 32 ეკიპაჟი მონაწილეობდა- საქართველოს, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები.
4 საპრიზო კატეგორია გათამაშდა
” საუკეთესო ეკიპაჟის” პრიზი ქუთაისელ ნიკოლოზ გუჩუასა და ზვიად დვალიშვილის ეკიპაჟს გადაეცა.
ღონისძიების მხარდამჭერი ქუთაისის მერია, ორგანიზატორი- საქართველოს ოფროუდ ფედერაცია იყო.










