LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სოციალურ ქსელში კორონავირუსის მძიმე შედეგების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დაპოსტა 2021/12/21-ში
133
ნახვა
გაზიარება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში კორონავირუსის მძიმე შედეგების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ანტივაქსერებს აკრიტიკებს.

დავით გადელიას თქმით, აცრა ადამიანებს გადარჩენის ყველა შანსს აძლევს.

“ბოლო დროს, როცა მეკითხებიან, ვერ ვიკავებ თავს და ყოველგვარი რევერანსების და მორიდების გარეშე ვამბობ ჩემს მოსაზრებებს ანტივაქსერებზე.

როგორც ფსიქიატრმა ვიცი, რომ ბოდვების მოსმენისას მოთმინება მმართებს, არ უნდა გავბრაზდე, მაგრამ ეს ვალდებულება მხოლოდ ავადმყოფების მიმართ მაქვს და არა იმ ადამიანებისადმი, ვისაც ლამის აქეთ ვგონივართ სულელები, ან დიდი მსოფლიო შეთქმულების მონაწილენი (თუმცა არც ეს სინდრომია შორს სულით ავადმყოფობასთან). 

არა, თავიდან პატიოსნად ვცდილობდი მშვიდად ამეხსნა, შემეცვლევინებია შეხედულებები, მაგრამ უკვე აზრი აღარა აქვს, უკვე ყველაფერი ნათქვამია! 

აწი ამ ხალხს ვერ შეცვლი. ჩემი მოთმინება კი ყოველი გარდაცვლილი ადამიანით მცირდებოდა და ახლა არც არაფერი შემრჩა… 

ესენი რაღაცას ფსევდოფილოსოფოსობენ და ჩვენთან კლინიკაში რეალური ადამიანები – ოჯახის მამები, მზრუნველი დედები, საყვარელი ბებია-ბაბუები ყოველდღე კვდებიან ამ საშინელი ვირუსით. 

ვირუსის ვერაგობა იმაშიცაა, რომ ხანდახან გგონია გამოკეთდა პაციენტი, მალე გაწერაზეც კი იფიქრებ და უცებ – ავადმყოფის ძალების სრულიად წართმევის გამო, ან იმიტომ, რომ ვირუსი ყველა ორგანოს სისხლძარღვებს აზიანებს და ზოგჯერ კრიტიკულ ზღვრამდე – მოულოდნელად შემოტრიალდება მდგომარეობა და პაციენტი კატასტროფულად მძიმდება…

ყველა სიკვდილი კლინიკაში მძიმედ გადასატანია. განსაკუთრებით ეს დილის კონფერენციაზე ჩანს…

კლინიკას ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს, ყველა დარწმუნებულია: “-თუ ბოჭორიშვილში მოხვდა, ესე იგი უკვე სამშვიდობოზეა!” 

…სამწუხაროდ არაა ყოველთვის ასე და ეს მაღალი ნდობა კიდევ უფრო გვიმძიმებს დამარცხებ

შემოსული ავადმყოფებიდან ბევრია ჩვენი ნათესავი, მეგობარი, ან ნაცნობი- მოგეხსენებათ, საქართველოა… ბევრს კიდევ სჯერა ეს არქაული სიბრიყვე, რომ “ნაცნობობით უკეთესად მკურნალობენ”. 

რა თქმა უნდა, სისულელეა! სულ უპატრონო, ქუჩაში მაცხოვრებელი უიღბლოც ჩვენთან მაქსიმალურ მკურნალობას იღებს! ისეთს, როგორც დეპუტატი, ან მინისტრი. გარდაცვალების პროცენტიც იგივეა. 

დაბალი, თუმცა იგივე. ჩემი ახლობლების, ნაცნობების გარდაცვალების ალბათობაც ისეთივეა. საუკეთესო, ბავშვობისდროინდელი ძმაკაცი გარდამეცვალა კოვიდით ჩვენს კლინიკაში- ვერაფერი ვუშველე, დაკრძალვაზე კი მეგობრებთან ისეთი დანაშაულის შეგრძნება მქონდა, თითქოს მართლა ჩემი ბრალი იყო.. 

ყველა შემთხვევაში ასე ვარ. ვერც ვმალავ ამ წუხილს და რაღაც არარსებული დანაშაულის შეგრძნებას. 

ჩემი ერთ-ერთ მეგობარი, რომელსაც მამა გარდაეცვალა ჩვენთან, მამის დასაფლავების მეორე დღეს მოვიდა ჩემს დასამშვიდებლად, საჩუქრით… ალბათ შევეცოდე… 

წუხელისაც გარდაიცვალა ჩემი ახლობლის მამა, ძალიან რომ მიყვარს და ვაფასებ ისეთის… საშინლად განვიცადე და ათასი ბოდიში ვუხადე. არადა იმედი გვქონდა, გამოძვრებოდა……აი, ასეთი განცდების გამო მიჭირს ვიყო მომთმენი ანტივაქსერების მიმართ! 

როდესაც ფაქტებით ვარ დარწმუნებული, რომ აცრა აძლევს ყველას შანსს გადარჩეს! გვაძლევს ჩვენ, ექიმებს შანსს ეფექტურად დაგეხმაროთ! ამის ნაცვლად კი… როგორ უნდა ვიყო მომთმენი? ერთმა, რომელსაც აქ სხვა აზრების გამო პატივს ვცემდი, მთხოვა ტელევიზიაში დამიჯექი ოპონენტადო.. 

იმ ნარჩენი პატივისცემის გამო არ ვუპასუხე, რომ სისულელეს მთავაზობდა. 

შეიძლება ადამიანთან ოპონირებისთვის დაჯდე, ვთქვათ ოზონის ხვრელის შემცირების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დაუჯდებით იმის სამტკიცებლად, რომ დედამიწა მრგვალია და ოზონის შრე აკრავს?? ზუსტად ასეთი აქსიომაა 21ე-საუკუნეში აცრის სარგებელი (ალბათ ჯერ კიდე მეოცე საუკუნეშიც!). ილანძღებიან და თან იქით უნდა ეფერო! 

ჩვენმა ერთმა პროფესორმა, შემოსული ავადმყოფის მეუღლეს ანამნეზის შეკრებისთვის და არა ჭორიკნული ცნობისმოყვარეობის გამო ჰკითხა: “-ავადმყოფს აცრა გაკეთებული აქვს?”-ო და იმ უზრდელმა – “-ეე, დაიწყებენ ახლა აცრაზე და სისულელეებზე ლაპარაკსო”..

ამ სტატიით ბოდიშს ვიხდი და ვხსნი ჩემს უხეშ დამოკიდებულებას, სიტყვებს ანტივაქსერების წინააღმდეგ. რამდენადაც ვიცი, დღესაც უნდა ვიყო ერთ გადაცემაში და არ გაგიკვირდეთ ჩემი ლექსიკა”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1.1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
54
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
64
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
62
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
124
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
60
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
406
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
941
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
87
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
203
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».