სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა. ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლებთან 24 საათის განმავლობაში დგანან სატვირთო მანქანები, რომლებიც თურქეთის მიმართულებით მიდიან.
მოსახლეობას ხმაური და გამონაბოლქვი აწუხებს. ადგილობრივები ტურისტების ნაკლებობაზეც საუბრობენ, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კი სწორედ სეზონული დამსვენებელია.
ოპოზიცია პრობლემის მოუგვარებლობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.










