ბრიტანეთის პოლიციამ, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედრის აღმოჩენის თაობაზე გამოძიების ფარგლებში, დამატებით 2 პირი დააკავა, რომელთაც ბრალი ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ. პოლიციის ცნობით, დაკავებულია 38 წლის მამაკაცი და ქალი.
პატიმრობაში რჩება ასევე სატვირთო ავტომობილის 25 წლის მძღოლი, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. დღესვე ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილთა შორის 31 მამაკაცი და 8 ქალია.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ბრიტანეთის პოლიციამ ესექსში, სატვირთო ავტომობილში 39 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობები, რომ ადამიანები ჩინეთიდან არიან.