ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა.
ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის სხვა დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სატვირთო ავტომობილის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი











