ისიც გავიხსენოთ ყველამ, თუნდაც სასჯელის დამდებებმა, რომელი სასჯელითაც მიუზღავ, შეხედავენ, ერთხელაც შეგეშლება, არასწორედ მიუზღავ და იმით გაგასამართლებენ, მოვა ის დროც – ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღეს დიდი შაათის ქადაგების დროს განაცხადა.
მაღალმა იერარქმა ისაუბარა იმ დაყოფასა და დაპირისპირებაზე, რასაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი და თქვა, რომ “ეს გაყოფა დიდი ბოროტებაა”.
უფალი უფრო მეტად ვინ შეიყვარა – ვინც ყველაზე მეტად ცოდვილი იყო და მიეტევა და არა იმან, ვინც ფიქრობს, რომ მართალია – ვისაც მცირე მიეტევა. ამიტომ ყველაზე ცოდვილები ყველაზე ახლოს მიდიან უფალთან – თქვა მეუფემ ქადაგებისას.
ისიც გავიხსენოთ ყველამ, თუნდაც სასჯელის დამდებებმა, რომელი სასჯელითაც მიუზღავ, შეხედავენ, ერთხელაც შეგეშლება, არასწორედ მიუზღავ და იმით გაგასამართლებენ, მოვა ის დროც. ასე რომ ღმერთს მივემსგავსოთ და ვისწავლოთ ერთმანეთის შენდობა.
ვიყვარებოდეთ ურთიერთას ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო-ნუთუ ეს ვერ უნდა შევძლოთ? უფალი ისეთ რამეს ხო არ გვეტყოდა, შეუძლებელი რომ იყოს? ამიტომ ჩვენთვის შეუძლებელი, უფლისთვის შეუძლებელია. ვიცხოვროთ ისე, რომ ვიყვარებოდეთ ურთიერთას და მაგით ავჩვენოთ, რომ უფლისები ვართ. უფალთან ყოფნა, ზეცის სასუფეელი არასწორი საქციელებით არ (გავაფუჭოთ) იქ ძალიან კარგია.
ეხლა ქართველები, რამდენი ვინმე ერთმანეთს ეჩხუბა, რამდენი ერთმანეთს დაუპირისპირდა, და რომ ვართ დაყოფილი… ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ეს გაყოფა დიდი ბოროტებაა. მაგრამ შენდობა უნდა ითხოვო, უნდა მიხვდე, რა დააშავე. უფალი უფრო მეტად ვინ შეიყვარა – ვინც ყველაზე მეტად ცოდვილი იყო და მიეტევა და არა იმან, ვინც ფიქრობს, რომ მართალია. ვისაც მცირე მიეტევა. ამიტომ ყველაზე ცდოვილები ყველაზე ახლოს მიდიან უფალთან.
ღმერთმა ინებოს ისე შევიყვაროთ ერთმანეთი, როგორც უფალმა შეგვიყვარა ჩვენ….. სიხარულის აღდგომა გაუთენოს სრულიად საქართველოს, ოჯახებში, ყევყანაში, სრული სიმშვიდე ყოფილიყო. მიუხედავბად ამ არეული დროისა, ყველა ქვეყანას მშვიდობა მიეცეს. ჩემთვის ყოველთვის საქართველო პირველი იქნება. როგორც შევიყვარებ საქართველოს, ისე შევიყვარებ შემდეგ სხვა ქვეყნებს და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჯერ ჩვენი დავაფასოთ და მერე სხვასაც დავაფასებთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.










