თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 ფილიალის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
გამოძახების ლოზუნგი-უგონო.
პარამედიკოს დავით ჩხარტიშვილის გადმოცემით, პაციენტი, ხანდაზმული ქალბატონი იყო უგონო, არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. ბრიგადის წევრების მიერ მყისიერად შეფასდა პაციენტის მდგომარეობა და დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობა – სიპიარ ტუმბო..
მეორე ციკლზე აღდგა გულისცემა და პულსი. ვინაიდან პაციენტი კვლავ არ სუნთქავდა, საჭიროებიდან გამომდინარე, ადგილზე მოხდა მისი დაინტუბირება და აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
0837 ბრიგადა
პარამედიკოსი: დავით ჩხარტიშვილი
უმცროსი ექიმი: გუჯა გოდერძიშვილი
მძღოლი: მამუკა