სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს, სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფორმაციას ,,ფორმულა” ავრცელებს.
ინფიცირებულები თბილისში, ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და კორონავირუსი სწორედ კარნატინიდან გამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ.
სასწრფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმს ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.
დაინფიცირებული ექიმის ბოლო სამუშაო დღე 31 მარტი იყო.
უსაფრთხოებიდან მიზნით ორთაჭალის ფილიალში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.