ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუქ ჯგუფი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად ” ავრცელებს .
ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა.
ბათუმის №4412 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “ტკივილი მუცლის არეში” მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი დახვდა, რომელსაც იმ მომენტისთვის ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.
პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ანამნეზის შეკრების პროცესში ეჭვი გულის პრობლემაზე მიიტანა, რაც კარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტით დადასტურდა.
პარამედიკოსმა დაუყოვნებლივ დაიწყო საჭირო პრეპარატების მიწოდება. პროცესში მოულოდნელად ქალბატონმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მონაცვლეობით ფიქსირდებოდა ასისტოლია და ფიბრილაცია. პარალელურად უტარდებოდა ადეკვატური ვენტილაცია ამბუს პარკით. ამ დროს წამოვიდა სინუსური რითმიც.
ბრიგადას წევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს პაციენტის გადაყვანა საკაცით. გადაყვანის პროცესში სადარბაზოში ისევ გაჩერდა გული, თავიდან დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც მეორედ აღდგა გულის მუშაობა.
კლინიკაში გადაყვანის დროსაც იგივე განმეორდა, პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ამჯერადაც წარმატებით შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.
რეანიმაციული ღონისძიებები ჯამში 45 წუთამდე გაგრძელდა, პარამედიკოსს 7-ჯერ დასჭირდა ელექტროშოკის გამოყენება.
პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც გონს მალევე მოვიდა. ნევროლოგიური დეფიციტი არ დაფიქსირდა. ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს.
ქუთაისში დღეს დილიდან წყალი 60 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. როგორც ცნობილი იყო მოსახლეობას წყალი 22:00 საათიდან უნდა მიწოდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ წყალმომარაგება 29 იანვრას 06:30 საათზე...
„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ხანძარი ორსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც სასაწყობე და...
ქალი, რომელსაც თერჯოლაში ეძებდნენ, უვნებელი იპოვეს. მას ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მიაკვლიეს. როგორც ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, ქალს ძაღლის დახმარებით მიაკვლიეს. შეგახსენებთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში,...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8808 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042...
ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, 63 წლის...
ღმერთმა იცის, როდესაც სხვები ითხოვენ, ყოველთვის საკუთარივით განვიცდი და ვიხარჯები. ახლა კი, თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო.მძიმე, უმძიმეს განსაცდელში მყოფი ჩემი დის და დისშვილის გამო....
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში 21 იანვარს გაჩენილ ხანძარს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში ხანძრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა,...
თამარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათისთვის მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს