გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა. შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმაც. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა, სასტიკი მკვლელობის მიზეზი, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიზეზი სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.