“გადანერგვის გარეშე განკურნების არც ისე მცირე ალბათობა არსებობს” – ამის შესახებ ოციალურ ქსელში 2 წლის ანიტა ფაცაცია ბებია წერს:
“ემოციებისგან მიჭირს აზრის დალაგება. ექიმის გვეუბნება ვიწყებთ მკურნალობით, არის ალბათობა, რომ ჩვენს მკურნალობას დაემორჩილოსო. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, ვსვავთ აპარატსო. კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, თუ ბავშვის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, დაზოგოს ბავშვი გულის გადანერგვის ოპერაციისგან.
არ თქვას არავინ, რომ ამდენი ლოცვის დამსახურება არ არის ეს საოცრება.
სიტყვები არ მაქვს, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვწერ ბედნიერებისგან.
ექიმმა თქვა, რომ ყველანაირად ეცდება დაზოგოს ბავშვი გულის ტრანსპლანტაციისგან. ანუ ტრანსპლანტაცია მოხდება უკიდურეს შემთხვევაში, თუ ჯერ მკურნალობა და შემდეგ აპარატის ჩადგმა შედეგს არ გამოიღებს. ვინაიდან მისი აზრით გადანერგვის გარეშე განკურნების არც ისე მცირე ალბათობა არსებობს, ის აუცილებლად ეცდება გამოიყენოს ეს ალბათობა.
იმის შემდეგ რაც გამოვიარეთ და რა პერსპექტივებსაც გვისახავდნენ, ეს არადამაჯერებლად სასიხარულო ინფორმაციაა.” – წერს თამუნა გლურჯია