საქმის მასალების მიხედვით, 45 წლის ხათუნა ლაზარია, საკუთარმა ბიზნესპარტნიორმა მოკლა.
პოლიციამ უმძიმესი ბრალდებით, 30 წლის ზანდა უბილავა უკვე დააკავა. მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ავტომობილში მიაყენა, ცხდარი გზაზე დააგდო და ტერიტორია მოკლულის მანქანით დატოვა.
ირკვევა, რომ ავტომობილიდან გაუჩინარებულია ხათუნა ლაზარიას კუთვნილი 25 000 ამერიკული დოლარი. სავარაუდოდ, ის მკვლელობაში ბრალდებულმა თან წაიღო.
ფული მოჰქონდა, ფიცრები დაჰქონდა და აბარებდა – 25 000 ლარი მოჰქონდა, ვიღაც ქალი დახვდა მეტი არაფერი ვიცი . ქვით გაუჩეჩქვაო თავი, დაზიანებული ჰქონდა თავი, საფეთქელი, ჩააგდო ორმოში, გაიტაცა მისი ჩანთა და ისე დაიჭირეს. ვალი არ ჰქონდა, რა ვალი. ჩემი ვალი ემართაო ამბობს, არადა არც იცნობდა”, – აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.