LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სასიამოვნოა, როდესაც ასეთი მამაკაცის მეუღლე ხარ, მაგრამ ამავდროულად რთულიც – ლაშა ტალახაძის მეუღლე

დაპოსტა 2021/07/22-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

23 ივლისს ტოკიოში, საზაფხულო ოლიმპიადა იღებს სტარტს. 35 ქართველი ათლეტი სპორტის 11 სახეობაში შეეცდება მედლების მოპოვებას, მათ შორისაა იმერელი, რეკორდსმენი და უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი ლაშა ტალახაძე.  სპორტსმენი +109 კგ წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

“ამ ეტაპზე არ გვაქვს ის ფუფუნება, ბევრმა რაღაცამ გაგვაბედნიეროს, ამიტომ აუცილებლად უნდა ვუგულშემატკივროთ ლაშას” – ლაშა ტალახაძის მეუღლე ანა დემურია ოჯახზე, სპორტულ წარმატებებსა და გულშემატკივრობის ძალაზე საუბრობს.

სპორტი და ოჯახი

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი მამაკაცის მეუღლე ხარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია. ყველაფერი რთულია, როცა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე არის სახლში, თან ძალიან მზრუნველი ადამიანია და როცა ასეთია, კიდევ უფრო მეტად რთულია, როდესაც არ არის შენ გვერდით.

ძალიან თბილია. პიროვნულად ისეთი თვისებები აქვს რომ, ყველანაირად კომფორტს გიქმნის. იდეალური მამაა და ძალიან მეხმარება. ძალიან გვიყვარს როცა სახლშია, მაგრამ ეს ბედნიერება ხშირად არ გვაქვს.

მაქსიმალურად ვცდილობ სახლში შევუქმნა იდეალური პირობები, რადგან ძალიან დატვირთული და გადაღლილია. როდესაც სახლში მოდის გრაფიკი გაწერილი მაქვს, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, ვცდილობთ  სადმე წავიდეთ. მისი  და ჩემი დრო ბავშვებს დავახარჯოთ  და ერთად ვიყოთ.  თუ გვაქვს იმის საშუალება რომ ქალაქიდან გავიდეთ და ერთად დავისვენოთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ამას ვგეგმავთ. ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მოდის შაბათს და კვირას კვლავ ბრუნდება შეკრებაზე. თუ დასვენება უწევს შეკრებიდან შეკრებამდე რასაც ახერხებს, მაქსიმუმ ერთი კვირა ან  5 დღე, ისიც დღესასწაულებზე.

ტოკიოს ოლიმპიადა და პანდემია

პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ბოლოს ნორმალურად ნახვის საშუალებაც კი არ გვქონდა, ვერიდებოდით ლაშას, ზოგადად ნაკრებს, რომ მათ რაიმე საფრთხე არ შექმნოდათ. აქედან გამომდიანრე ბოლო ერთი თვე ნორმალურადაც არ გვინახავს.

ძირითადად ვცდილობ რომ შეჯიბრებაზე გავყვე, როცა არის შესაძლობლა, მაგრამ მე თუ არ მივყვები მისი ძმა მიდის, რომელიც ძალიან დიდი იმედია. რაღაც სხვანაირად ივსება, როდესაც ოჯახის წევრი უდგას გვერდით შეჯიბრებებზე. ახლა კი პანდემიიდან გამომდინარე ვეღარ ვახერხებთ. ჩემთვის პირადად ძალიან რთულია, როდესაც მის შეჯიბრებას ვესწრები. როდესაც იტალიაში ვიყავით არც ერთი მისი მისვლა არ მინახავს, ან შეტრიალებული ვიყავი ან გასული. როცა საქართველოში ვართ ფიზიკურად ვერ ვუყურებ, არ მაქვს იმის ძალა რომ ბოლომდე ვუყურო, მაქსიმალურად ვცდილობ სხვანაირი გულშემატკივრობით  დავეხმარო ლაშას.

ყველაზე დიდი წარმატება

ეს იყო პირველი ოლიმპიადა 2016 წელს. რიოს გამარჯვებამ ძალიან დიდი აღიარება მოუტანა ლაშას და მას შემდეგ, ღმერთის წყალობით, არც ერთი ჩავარდნა არ ყოფილა. სულ გამარჯვებული ბრუნდება საქართველოში და ფაქტიურად თვითონ არ გვაძლებს იმის საშუალებას რომ მოვდუნდეთ.

[twenty20 img1=”60698″ img2=”60699″ offset=”0.5″]

 

რა უნდა იცოდნენ ადამიანემბა ლაშა ტალახაძის შესახებ

უზომოდ კეთილი და ერთგული ადამიანია, ორი სიტყვაც კი საკმარიასია. თვალდახუჭულიც კი შეიძლება ადამიანი ენდოს. იმდენად კეთილია რომ, ფიზიკურად არ შეუძლია და ვერც გაიფიქრებს რომ ადამიანს რაიმე ცუდი უსურვოს. გვერდში მდგომი  და ძალიან საიმედო ადამიანია.

გულშემატკივრობის ძალა

როცა საქართველოს სახელით გადის საზღვაგარეთ და ამას შეუძლია საქართველოს გამარჯვება და ძალიან დიდი ემოცია მოუტანოს, აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდით და ვუგულშემატკივროთ. ამაზე დიდი სიხარული ქვეყნისთვის რა უნდა იყოს. პანდემიის პერიოში სამწუხაროდ არ გვაქვს ის ფუფუნება, ბევრმა რაღაცამ გაგვაბედნიეროს. ამიტომ აუცილებლად უნდა ვუგულშემატკივროთ ლაშას.

რომ მიდიოდნენ აეროპორტში გავაცილე, ყველა მონაწილის მიმართ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ, ბიჭები აუცილებლად გვასახელებენ!

სიამაყით ვივსები, როდესაც ვიცი რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობს, ძალიან მსიამოვნებს და მიხარია რომ ხალხისგან  აქვს მხარდაჭერა. ამდენი ყურადღება, ამდენი სიყვარული და სითბო. ზუსტად ვიცი,  ლაშასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ ძალას მატებს და ეხმარება შედეგების დადებაში.

ძალოსანთა ნაკრები ტოკიოში წასვლამდე

 

ლაშა ტალახაძე 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში დაიბადა. იგი მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური და ევროპული თამაშების ჩემპიონია. არაერთი წარმატების შემდეგ სპორტსმენმა  2016 წელს რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა. ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ–ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალოსნად ორჯერ დაასახელეს.  არის ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძე ნინო სალუქვაძესთან ერთად საქართველოს მედროშეა.

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი

თეგები: ლაშა ტალახაძეტოკიოს ოლიმპიადატოკიოს საზაფხულო ოლიმპიადა
გაზიარება518

დაკავშირებული -პოსტები

ცოდვები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ცოდვები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ: 1. მოწყენილობა 2. სიზარმაცე 3. საკუთარი თავის სხვაზე უკეთესად წარმოდგენა 4. მრისხანება 5. კარტის თამაში 6. ტყუილის თქმა 7. აღსარების, სინანულის გადადება 8. შვილთა მოუნათლაობა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7025, ევრო – 3.1114, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5949 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

გასაჯაროვდა ფარული ჩანაწერი, სადაც ქმრის მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამიას აღიარებაა

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, - ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“,...

დაწვრილებითDetails

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 27, 2026
0
ცნობილია ტყიბულში დაღუპული მაღაროელის ვინაობა
მთავარი

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა - შემთხვევა 25 მარტს მოხდა. დაღუპული ჯეირან ავსლანდია გარდაიცვალა „ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ აგოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა......

დაწვრილებითDetails

საქართველოში ევროკავშირიდან, უნებართვოდ მყოფი 3 437 მოქალაქე დააბრუნეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?
მთავარი

2025 წელს უცხოეთიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 4...

დაწვრილებითDetails

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა. მათივე ცნობით, აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარუდგინეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღებიდან 5 მლნ-მდე ლარი მოიპარეს – 9 პირის, მათ შორის მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ბაგა-ბაღებიდან 5 მლნ-მდე ლარი მოიპარეს – 9 პირის, მათ შორის მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მთავარი

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა
მთავარი

წყალტუბოში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლი 63 წლის ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე არიან. “მეგა ტვ” -ის ინფორმაციით წყალტუბოში ცოლ-ქმარი სავარაუდოთ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც "მეგა ტვ-ს" წყარო უყვება...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"