ხვალ, 15 ივნისს, 16:00 საათზე, გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი 5 ზუგდიდელი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე , რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის კვალიფიციით იძიებენ.
ახალგაზრდები თბილისიდან შინ, ენმ-ს მაშტაბური აქციიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ზუგდიდის რეგიონული ორგანიზაცია სოლიდურად იყო წარმოდგენილი. გარდაცვლილთა მეგობრებს აქვთ ეჭვი, რომ ,, ეს იყო შურისძიება ზუგდიდზე და ახალაიების ფრთაზე, რომლებიც დიდი პატივისცემით, ავტორიტეტულობით, ხალხისადმი მაღალი ნდობით გამოირჩევიან სამეგრელოს მთლიან რეგიონში. ეს ფაქტიურად იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალურიყველაზე დიდი ელექტორალური ბირთვის დანგრევის მცდელობა რაც მაინც არ გამოუვიდათ, რადგან სამეგრელომ მხედრიონის 90-იანი წლების პერიოდს გაუძლო და გადაიტანა.”
ასევე აცხადებენ :
,,ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არასმთავრობო ორგანიზაცია თავთავი კლუბი / Tavtavi Club სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს მის იურისტების გუნდთან ერთად ჩაერთოს მოტორინგის ჩატარების მიზნით მოცემულ საქმეში, რათა საფუძვლიანად და სიღრმისეულად შესწავლილ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოვლენილ იქნას საქმეში არსებული საეჭვო და მნიშვნელოვანი გარემოებები საბოლოოდ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ” .
შემზარავმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეაშფოთა, გაიზრდება თუ არა საქმეზე საზოგადოების ინტერესი სასამართლო პროცესების პარალელურად გამოიკვეთება.









