LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს” – ადვოკატი

” სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს” – ადვოკატი

დაპოსტა 2025/08/18-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე 28, 29 და 30 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა.

„ზვიად ცეცხლაძეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და ბრალდების მხარეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჰქონდა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს, ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ეხებოდა 28, 29 და 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, ყველა პოლიციელი, რომელიც გამოიკითხა, მათ დაადასტურეს, რომ დაზიანებები ამ პერიოდში მიიღეს, ასევე დადასტურებულია, რომ ზვიად ცეცხლაძე ამ დღეების განმავლობაში ფიზიკურად არ იმყოფებოდა აქციაზე. მეტიც, ჩანაწერი, რომელსაც ბრალდების მხარე იშველიებდა ჩაწერილია 30 ნოემბერს, ამრიგად 30 ნოემბრამდე მიმდინარე პროცესებზე ეს ჩანაწერი ვერ გამოდგება მტკიცებულებად. წარმოდგენილი 4-წუთიანი ვიდეო შინაარსობრივად თავდაცვითი ხასიათისაა. ასევე, მთავარ ვიდეოს არ აქვს ვერბალური ნაწილი”,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული ზვიად ცეცხლაძე ორგანიზებას უწევდა აქციაზე მყოფ გარკვეულ ჯგუფებს, რომელსაც კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებას, სხვადასხვა სახის ნივთების დამზადებასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოუწოდებდა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ გაწყვიტონ
მთავარი

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ...

დაწვრილებითDetails

“ევროპული სტანდარტები რომ გვქონდეს, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, არც  თავის დაცვა დამჭირდებოდა” – თორნიკე თოშხუა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
“ევროპული სტანდარტები რომ გვქონდეს, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, არც  თავის დაცვა დამჭირდებოდა” – თორნიკე თოშხუა
მთავარი

სასამართლოზე თორნიკემ პროკურატურის ბრალდება უარყო და განაცხადა : მიმალვის საფრთხე არ არსებობს, არც მოწმეებზე გავლენის მოხდენის, არც მტკიცებილების განადგურების.  აღნიშნულ ფაქტიდან ნახევარ თვეზე მეტია გასული. არცერთ ეტაპზე თავი არ ამირიდებია...

დაწვრილებითDetails

” მივმართავ მშობლებს… უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენ შვილებს” – ირაკლი ზარქუა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
პრეზიდენტის ძმა ახალი ფენომენია ჩვენს პოლიტიკაში – ირაკლი ზარქუა
მთავარი

მივმართავ მშობლებს, მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, თორემ მერე გვიან იქნება - შარშანაც ვაფრთხილებდით მშობლებს, თუმცა შედეგად მივიღეთ მშობლები, რომლებიც დგანან გარეთ, ტირიან და მოთქვამენ - ნუ...

დაწვრილებითDetails

“სამშვიდობო პროცესში მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სამშვიდობო პროცესში მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ, მაგრამ ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული...

დაწვრილებითDetails

“შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარა მოსკოვში თქვენს მეგობრებს გაუგზავნოთ” – ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
“სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს” – ანდრეი სიბიგა
მთავარი

პიტერ, ომი არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა დაიწყო და მის დასრულებაზე უარს აცხადებს, ახლა შეგიძლიათ, თქვენი საჩივრები - და მუქარა - თქვენს მეგობრებს მოსკოვში გაუგზავნოთ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

აქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 16 აგვისტოს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა...

დაწვრილებითDetails

ვოლოდიმირ ზელენსკი კიტ კელოგს შეხვდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ვოლოდიმირ ზელენსკი კიტ კელოგს შეხვდა
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის...

დაწვრილებითDetails

“თეთრ სახლში დიდი დღეა” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
უკრაინა აღარ არსებობს, და მისი აღდგენა შეუძლებელია- დონალდ ტრამპი
მთავარი

თეთრ სახლში დიდი დღეა - ვნახოთ რა შედეგები იქნება?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტამდე Truth Social-ზე წერს. „თეთრ სახლში დიდი...

დაწვრილებითDetails

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც აგვისტოს ბოლომდე იღბალს „კუდით დაიჭერენ“

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

თითოეული ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს ზაფხულის ბოლოს დადებით ენერგეტიკულ აურას, მაგრამ მაინც არის რამდენიმე გამორჩეული ბედნიერი ნიშანი, ვისთვისაც აგვისტოს ბოლო იქნება ფინანსური ზრდის, ახალი კარიერული შესაძლებლობებისა და სასიამოვნო სიურპრიზების პერიოდი. ვერძი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის ყველაზე წარმატებული და სიურპრიზებით სავსე კვირა იქნება

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ეს კვირა განსაკუთრებულია იმ ნიშნებისთვის, რომლებიც იღბლის რჩეულებად ითვლებიან. 5 ზოდიაქოს ნიშანს, შეიძლება ითქვას, ბედი მათზე თვალს არ ხუჭავს: კარიერაში, სიყვარულში ან ყოველდღიურ მოვლენებში, ისინი მოულოდნელ შესაძლებლობებს და სიურპრიზებს მარტივად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"