ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაუშვა – ინფორმაციას ამაღლობელის ინტერესების დამცველი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს:
“მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.
ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.
სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.” წერს “საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადვოკატები მოითხოვდნენ, სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და ის წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.