მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სარკინიგზო ტრაგედიის შედეგად კიდევ ერთი, მესამე ადამიანიც დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია.
შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები უკვე გამოიყვანეს.